LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში – პაციენტს ხელოვნური გული გადაუნერგეს

376
gandmadeheart

ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისიდან ევროპაში ახალი თაობის, ხელოვნური გულის გაყიდვა დაუშვეს. ორშაბათს კი აშშ-ში ასეთი გულის გადანერგვის ოპერაცია დიუკის უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა. 39 წლის მამაკაცს, მეთიუ მურის ექიმებმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის დროს მთლიანად ხელოვნური გული გადაუნერგეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი მალე სახლში დაბრუნდება.

ამ ეტაპზე მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის, თუმცა პაციენტი ჯერ ისევ რჩება ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

,,პაციენტი პროცედურის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ეს იმედს გვაძლევს, რომ ხელოვნური გული მომავალში უამრავ ადამიანს გადაარჩენს“, — განაცხადა დოქტორმა კარმელო მილანომ, რომელიც გულის გადანერგვის ოპერაციისას მთავარი ქირურგი იყო.

ხელოვნური გული, რომელიც 39 წლის ამერიკელ მამაკაცს გადაუნერგეს, ფრანგული კომპანია  Carmat-ის მიერ არის შექმნილი. გულის შესაქმნელად  ძროხის უჯრედებიდან მიღებული ცოცხალი ქსოვილის სინთეტიკურ ორგანოში ჩანერგვა მოხდა, რისი საშუალებითაც შეიქმნა ოთხი ბიოლოგიური სარქველი. გულს აქვს ბატარეები, რომლებიც დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ძლებს.

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მათ სურთ, ხელოვნური გული მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g