რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
მან ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა. ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
52 წლის ფრანგი, ნატალი ბეკარტი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.
მის მოვალეობებში პაპისთვის რჩევების მიცემა შედის. ამასთან, ნატალი ბეკარტი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს რომის კათოლიკური ეკლესიის ორგანოში, რომელიც განიხილავს ყველაზე საკამათო და მნიშვნელოვან საკითხებს.
ვარაუდობენ, რომ პაპს ამ გადაწყვეტილებით სურს ქალებმა ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო მნიშვნველოვანი როლი ითამაშონ.
Sister Nathalie Becquart reacts to her appointment as an Under-secretary of the Synod of Bishops.https://t.co/SVlbZcDQiM
— Vatican News (@VaticanNews) February 7, 2021