LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ბანკი „რესპუბლიკა“ საგანვადებო სესხებზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს

82

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ბანკ „რესპუბლიკის“ კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, განვადების პუნქტებში საკრედიტო ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით გააფორმონ, ასევე სალაროს ნაღდი და უნაღდო ოპერაციები განახორციელონ. ამ სიახლით ბანკი „რესპუბლიკა“ დაზოგავს კლიენტების დროს, ხელს შეუწყობს საბანკო სივრცეში პროცესების ოპტიმიზაციას და როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტი, გააძლიერებს გარემოზე ზრუნვას.

ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს ქართულ საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

როგორც დღეს ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ რამაზ კუკულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკი „რესპუბლიკა“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, რის დიდ შესაძლებლობებსაც
საბანკო ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება ქმნის.
„მოხარული ვარ, რომ სწორედ ბანკი „რესპუბლიკაა“ პირველი ქართულ საბანკო ბაზარზე, რომელიც საგანვადებო კრედიტზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს. ასევე, ბანკი ამ მხრივ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრებს შორისაც ნოვატორია,“- აღნიშნა კუკულაძემ.

მისი თქმით, ელექტრონული ხელმოწერით ეფექტურად სარგებლობისთვის „ბანკ რესპუბლიკაში“ დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას და შეუძლებელს ხდის ელექტრონული ხელმოწერის სხვა დოკუმენტებზე გამოყენებას.
„ასე რომ, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და მშვიდად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ფინანსები ჩვენთან ერთად,“- განაცხადა კუკულაძემ.

„ბანკი „რესპუბლიკა“„ ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია.

ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით „ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს საქართველოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, „ბანკ „რესპუბლიკის“ 1 000–მდე თანამშრომელი 225,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები