LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 სართულიანი კორპუსის თითოეულ ბინას საკუთარი ბაღი ექნება – აივნებზე ტყე გაშენდება

367
183621499-3820052101426569-9046477110284322266-n

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეშში, სულ მალე გაჩნდება ვერტიკალური ტყე, 23000 ხით, ბუჩქითა და მცენარეებით, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს და ხელს უწყობენ ტემპერატურის შემცირებას ქალაქში – ეს ყველაფერი მოხდება წელს. ინფორმაციას „ფროფერთი ჯორჯია“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ 21 სართულიანი კორპუსის გრეხილი ფორმა შთაგონებულია დნმ – ის ორმაგი სპირალით. აქ თითოეულ ბინას აქვს საკუთარი ბაღი – აივნებსა და ტერასებზე გაშენებულია სხვადასხვა ტიპის ხეები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველწლიურად 130 ტონა ნახშირბადის შთანთქმა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, 21 სართულიანი კორპუსი ასევე იყენებს ქარისა და მზის ენერგიას და წვიმის წყალს ბაღების მოსარწყავად, ასევე ბუნებრივად ვენტილირებადი საკვამურები ფილტრავენ ჰაერს შენობის შიგნით.

ტაივანის დედაქალაქში მწვანე პროექტი სახელად Tao Zhu Yin Yuan 2021 წლის ბოლომდე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები