12-18 მაისს, „ICF საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისში, ქოუჩინგის მეშვიდე საერთაშორისო კვირეული ჩატარდება.
წლევანდელი კვირეული განსაკუთრებულია, რადგან წელს „ICF საქართველო“ დაარსებიდან 5 წლის იუბილეს და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კვირეულის წლევანდელი თემაა „შთააგონე, შეცვალე, განავითარე“.
კვირეული მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც ღიაა როგორც ქოუჩინგით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მსურველთათვის. ჩატარდება:
- 15-მდე უფასო პროფესიული ვებინარი სხვადასხვა თემაზე (სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე)
- საჯარო დემონსტრაციული სესიები ქოუჩინგის პრაქტიკული გამოყენების გასაცნობად
- პრო ბონო (უსასყიდლო) ქოუჩინგ სესიები დაინტერესებული პირებისთვის
- პირველად საქართველოში – საერთაშორისო კონფერენცია (არაკომერციული, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღონისძიება)
საერთაშორისო კონფერენცია 18 მაისსაა დაგეგმილი და ის უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპიკერებს. კონფერენციის მთავარი თემაა ქოუჩინგის როლი განათლების სფეროში.
კონფერენციის მონაწილეები გაიგებენ, როგორ უწყობს ქოუჩინგი ხელს:
- მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას
- მოსწავლეზე ორიენტირებული, ნდობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შესახებ:
ICF (International Coaching Federation) არის ქოუჩინგის სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 50 000-ზე მეტ პროფესიონალ ქოუჩს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
