LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, სილამაზის კონკურსზე ჰიჯაბიანი მონაწილე გამოჩნდა (ფოტო)

122

მუსულმანი ჰალიმა ადენი, სილამაზის კონკურსის პირველი „სრულად ჩაცმული“ მონაწილე გახდა ამერიკაში. ადენი „მის მინესოტას“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

გასუქლ უქმეებზე 19 წლის გოგონა ნახევარფინალში გადავიდა. კონკურსზე ის ჰიჯაბში ჩაცმული გამოცხადდა, ხოლო როდესაც ჯერი საცურაო კოსტიუმებით გამოსვლაზე მიდგა, ადენი სცენაზი ბურკინში გამოწყობილი გამოჩნდა. გოგონა მკვეთრად განსხვავდებოდა დანარჩენი 44 მონაწილისგან, რომლებმაც ბიკინებში იპოზიორეს.

სომალელი წარმოშობის ამერიკელმა განაცხადა, რომ „მის მინესოტას“ კონკურსი „შესანიშნავი პლატფორმაა იმისთვის, რომ სამყაროს უჩვენო, ვინ ხარ სინამდვილეში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები