LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი მოხმარების ბნელი საგნები „წიწაკებისგან“

88

 

ჯგუფი Red Hot Chili Peppers  1983  წელს დაარსდა, გამოუშვა 11 სტუდიური ალბომი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. Red Hot Chili Peppers  ყოველთვის შედიოდა იმ ბენდებს შორის, რომლებიც მომწონდა. განსაკუთრებით ავღნიშნავდი მათი 1999 წლის დისკს “Californication“, რომლიდანაც, ალბათ ყველაზე მელოდიური სიმღერა “Scar Tissue”   დღესაც ტრიალებს ჩვენს ეთერში, როგორც ერთერთი „მონატრებული ჰიტი“. „წიწაკებმა“ ფანკის, ჰიპ-ჰოპის და ალტერნატიული როკის საოცარი სინთეზის წყალობით თავიდანვე დიდ პოპულარობას მიაღწიეს და დღემდე არ კარგავენ აქტუალობას. მათი ბოლო ალბომი, სახელწოდებით „I’m With You“ 2011 წელს გამოვიდა, ასე რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარია ახლახანს გამოცემული დისკი  “The Getaway” , რომელშიც 13 ახალი სიმღერა შედის და რომლის რელიზიც 17 ივნისს იგეგმება. დღეს სწორედ ამ ფირფიტის პირველი სინგლი, სახელწოდებით „Dark Necessities“ მინდა წარმოგიდგინოთ.

ესაა Red Hot Chili Peppers -ის კლასიკურ სტილში გაკეთებული ძალიან მელოდიური და ორიგინალური ტექსტით დატვირთული ნამუშევარი, რომელშიც ტონი კიდისის საფირმო ვოკალი, ფლის როგორც ყოველთვის წინ წამოწეული და წამყვანი ბას-პარტია, ჯოშ კლინგჰოფერისთვის დამახასიათებელი გიტარის სოლო  და ჯგუფის დრამერის, ჩად სმიტის პროფესიონალური შესრულება ძალიან სასიამოვნო მოსასმენს ხდის სიმღერას. (პირადად მე ბოლო სამი დღის განმავლობაში იმდენჯერ მოვისმინე, სათვალავი ამერია)))))). თრექში არის კიდევ ერთი, მოკლე, ჯგუფისთვის არცთუ ისე დამახასიათებელი მაგრამ ორიგინალური ფორტეპიანოზე დაკრული ჩანართი, რომელიც ძალიან მოუხდა სიმღერას. იმედს ვიტოვებ, რომ „პეპერსების“  ახალი ალბომის დანარჩენი 12 სიმღერა არანაკლებ სიამოვნებას მოგვანიჭებს მელომანებს. მანამდე კი მოისმინეთ „Dark Necessities“ და არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები