ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩასულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა.
ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25%-ს - ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
რას აკეთებს საქართველო პუტინის სასჯელის გადასალახად?
„ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ჩარტერული ფრენების დაწყება ბათუმის მიმართულებით, წელს ვილნიუსიდანაც იგეგმება.