LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ახალი მიმართულება ქართული ავიაკომპანიისგან

144
aviacia

“Myway Airlines” ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან რეისები თბილისი-ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

ავიაკომპანია ფრენებს 17 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათს და შაბათს Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით აპირებს.

შეგახსენებთ, “Myway Airlines”-მა ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა მიმდინარე წლის 5 ივლისს მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები