LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუდანში იმყოფება ავიაკომპანია Myway Airlines 13 თანამშრომელი – მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, ამჟამად უსაფრთხო ზონაში იმყოფებიან: Myway Airlines

140
Untitled design (5)

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100- აღწევს.

საგარეო უწყება: „სუდანში განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან“

აღნიშნულთან დაკავშირებით, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სუდანში კომპანიის 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ამჟამად უსაფრთხო ზონაში არიან.

ავიაკომპანია ცდილობს, პარტნიორთან თანამშრომლობით, სუდანში მყოფებს აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიეწოდოთ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე. სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსსა და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები