ჟურნალისტი, ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” სტუმრობდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ოჯახზეც ისაუბრა.
როგორც ვახო სანაიამ აღნიშნა, დიდი ბრაზილიური ოჯახი აქვს.
“ცოტა ჭადრაკული პრინციპია. პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი გადასარევადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან – დედასთან. სამივე ცოლი გიჟდება მამაჩემზე. მოკლედ, ერთი პატარა ბრაზილია მაქვს.
როცა მესამედ ვიქორწინე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს ოჯახიდან გავედი და მესამე ცოლი “ჩუმად” მოვიყვანე. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მაშინ, როგორ უნდა მეპასუხა ამდენი ხალხისთვის, ვინც ბრალს მდებდა, რომ ცოლს ვუღალატე. მთავარი ისაა, რომ ახლა ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს”. – თქვა ვახო სანაიამ.