ბრიტანელი ლუსის დედამ გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. მისი 5 წლის შვილი პირველად წავიდა სკოლაში. დედამ მას ფოტო გადაუღო, სკოლაში წასვლის წინ და სკოლიდან დაბრუნების შემდეგ.
დედა ყვება, რომ ლუსის „სუფთად“ ყოფნა უყვარს და იდეალურად გამოიყურებოდა წასვლამდე, მაგრამ დღის დასასრულს, მეგობრებთან თამაშის შემდეგ, მისი ტანსაცმელი მოუწესრიგებელი იყო.
ფოტო 10000-მდე ადამიანს მოეწონა.
ლუსი ყვება, რომ სკოლა ძალიან მოეწონა და ბევრი ითამაშა თანაკლასელებთან ერთად.