LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი Ford Model T

146
model-t-gettyimages-613478586

Ford Model T, მეტსახელად “თუნუქის ლიზი” ან “წვრილი ლიზი”, 1908 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ეს ის მანქანაა, რომელმაც მთელი მსოფლიო გადარია. ეს იყო პირველი “სახალხო ავტომობილი” – იაფი ავტომანქანა, რომელმაც ამერიკულ საშუალო კლასს პირადი სატრანსპორტო საშუალება შეაძენინა და დიზაინერ ჰენრი ფორდს მთელ პლანეტაზე სახელი გაუთქვა. მოდელი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და გაყიდვის მხრივ ლიდერის პოზიცია დაიკავა. ფორდი პირველ ინგლისურ ქარხანაშიც და ბაზარზე თითქმის 20 წლის განმავლობაში დომინირებდა. უკანასკნელი “წვრილი ლიზი” 1927 წელს გამოუშვეს. ამ დროისათვის 19 ქვეყნის 50 ქარხანაში 15 მილიონი ასეთი ავტომობილი შეიქმნა.

Ford Model T-ს 38-ლიტრიანი საწვავის ავზი ჰქონდა, რომელიც მოთავსებული იყო წინ დასაჯდომი ადგილის ქვეშ, საწვავი კი კარბიურატორში თავად მიედინებოდა. თუ ავზში ცოტა საწვავი რჩებოდა, ავტომობილი აღმართზე ვერ ადიოდა. ასეთ შემთხვევაში მძღოლები პრობლემას უბრალო ხერხით აგვარებდნენ – ისინი გორაკზე უკუსვლით ადიოდნენ! მოგვიანებით კი საწვავის ავზი კაპოტის ქვეშ გადაიტანეს.

1914 წელს “თუნუქის ლიზი” 250 ათასი ეგზემპლარი გამოუშვეს. 1920 წელს წარმოების მოცულობამ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა, 1925 წელს კი, როცა მოთხოვნილებამ მაქსიმუმს მიაღწია, კონვეირიდან დაახლოებით 2 მილიონი Model T ჩამოვიდა. “ფორდის” ისტორიაში ყველაზე დაბალი ფასები 1925 წელს დაფიქსირდა, როდესაც მყიდველს 260 დოლარად შეეძლო შეეძინა Model T, რაც სამჯერ ნაკლები იყო 1909 წელს დაწესებულ ორიგინალურ ფასზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები