ნეიმარი და მისი რჩეული ქალბატონი, ბრუნა ბანკარდი მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მევი დაარქვეს.
„მევი სამყაროს იმისთვის მოევლინა, რათა ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი გახადოს. კეთილი იყო შენი მობრძანება, ჩვენ შენ უკვე უსაზღვროდ გვიყვარხარ. მადლობა რომ ჩვენ აგვირჩიე“, – წერს ფეხბურთელი „ინსტაგრამზე“ და ქალიშვილის პირველ ფოტოებს ავრცელებს.
ცნობისთვის, ნეიმარს წინა ურთიერთობიდან 12 წლის ვაჟი ჰყავს.
„ნეიმარს ღალატის ლეგიტიმური უფლება აქვს“ – ფეხბურთელი ორსულ შეყვარებულთან ერთად კლუბში ერთობა
გოგოა თუ ბიჭი? – ნეიმარის ემოციები შვილის სქესის შეტყობის შემდეგ – ემოციური ვიდეო