2019 წლის 1 იანვრიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
1 იანვრიდან მეტროს მემანქანეების ხელფასი 30%-ით მოიმატებს, სხვა თანამშრომლების თვიური ანაზღაურება კი 15%-ით გაიზრდება.
“მიუხედავად დიდი ზეწოლის, ხანგრძლივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და ღირსეული ბრძოლის შემდეგად, ჩვენმა მეგობარმა და დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, “ერთობა 2013” (Ertoba2013), მოახერხა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი ზრდა მიიეღო”, — აცხადებენ მემანქანეები და პროტესტის შედეგად მიღწეულ გამარჯვებას ისტორიულ უწოდებენ.
ერთობა 2013-ის განცხადებით, ესაა დემოკრატიული პროფკავშირული სტუქტურისა და ყოველგვარ საიდუმლო გარიგებებზე უარის თქმის დამსახურება. მათი თქმით, კოლექტიური ბრძოლა გრძელდება.