LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება: სემეკის განცხადება

86
1

“სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები ტარიფებს არ უკავშირდება.” – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ცვლილება მოსახლეობისთვის ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს: ნარმანია

კომპანიაში აღნიშნული განცხადებით ეხმაურებიან ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება:

“ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს.

კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.” – აღნიშნავენ სემეკში.

კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები