LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ლედი: „ჩვენი, სახელმწიფოს მიზანი არის ის, რომ ბავშვებმა და ხანდაზმულებმა მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ“

746
2026-01-04_23-28-04_370196

პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა, შობა-ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიულოცეს, მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის ღირსეული გარემოს შექმნა და ეს სოციალური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„დავინახე უანგაროდ როგორ ემსახურებიან ჩვენს მოხუცებს და ბავშვებს კეთილი ადამიანები. ჩვენი, სახელმწიფოს მიზანი სწორედ ეს არის, რომ ბავშვებმა და ხანდაზმულებმა მშვიდობიან და უსაფრთხო საქართველოში იცხოვრონ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g