LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

145
პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება.

კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.

კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით.

როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ.

ამნისტიის პროექტი 220/1 მუხლს (გულგრილობა) შეეხება. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული პირები სრულად გათავისუფლდებიან. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თუ რა პრინციპით შეეხება ამნისტია აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილს, ეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაწყდება.

პროექტით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება. ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

შემდეგი ცვლილება ნარკოტიკულ დანაშაულს შეეხება. კერძოდ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელი ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.

დაზარებული თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმა ჩაიდინეს 116 მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) პირველი ნაწილით და 276 მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები