LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ოქრო ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო

118

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე გრან პრის გამარჯვებული გახდა.

შავდათუაშვილმა ფინალში ჩეხ იარომირ იეზეკს მოუგო, რომელმაც ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილს სძლია. შავდათუაშვილმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი ხელი დაუჭირა და ილეთი გაუკეთა.

პირველი ოქრო სწორედ ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. მანამდე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა აიღო. პირველ დღეს ჩვენი სპორტსმენები კი უმედლოდ დარჩნენ.

რაც შეეხება 81 კგ. წონით კატეგორიას ლევან გუგავამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ლეანდრო გილჰეიროსთან დამარცხდა, ხოლო ლაშა ზურაბიანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ესპანელ ადრიან ლორენცო ნასიმიენტოსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g