LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული არტიზანული სუნამო შეიქმნა, რომელიც იტალიაში ისხმება

605
product21350

უნიკალური სუნის ძიების 13 წელი KAVEULI PARFUMით დასრულდა –ბაზარზე ახალი, პირველი ქართული არტიზანული სუნამო გამოჩნდა, რომელიც თამარა ქაფიანიძემ შექმნა.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს ძირითად ნოტს დიდებული კავკასიური სოჭი ქმნის. სუნამოს, ასევე, დაჰკრავს ციტრუსის, წიწაკის, კიპარისისა და ჩინური ღვიას სურნელი. ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს. სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება.

ორიგინალურია KAVEULI PARFUM-ის შეფუთვაც – შუშის ბოთლს გირჩის ფორმის ვერცხლის გულსაკიდი მოყვება, რათა ტყის სურნელი მუდამ თან ატაროთ.

საზოგადოებას KAVEULI PARFUM-ის შემქმნელი თამარა ქაფიანიძე marketer.ge-მ გააცნო. როგორც აღმოჩნდა, ქაფიანიძე სუნამოს შექმნაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

„ძალიან ხშირად არდადეგებს აბასთუმანში ვატარებდი. იქაური წიწვოვანი ტყის სურნელი აღტაცებას მანიჭებდა. მინდოდა, მისი სუნი სულ მეგრძნო… ამ სუნამოთი კი მსურდა ბავშვობისდროინდელი შეგრძნებისა და მოგონების ურბანულ გარემოში გადატანა“, –  ამბობს თამარა ქაფიანიძე marketer.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, პირველი ქართული არტიზანული სუნამო კონცეპტ მაღაზია IERI-ში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g