LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული ბრაუზერის STACK-ის ახალი ვერსია Product Hunt-ზე – ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

675
stack
პირველი ქართული ბრაუზერი “სთექი” მომხმარებელს NFT-ის კოლექციას სთავაზობს.  ბრაუზერის ახალი ვერსია დღეს Product Hunt-ზეც განათავსეს, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე ინოვაციური პროდუქტების გამოვლენა ხმის მიცემის გზით ხდება.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, “სთექმა” რამდენიმე თვის წინ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა ინტერნეტ ბრაუზერის შესაქმნელად და ახლახან მისი გამოყენებით ახალი პროდუქტი გამოუშვა – Stack NEXT. “სთექი” კოლაბორაციული ბრაუზერის გამოშვებასთან ერთად, ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის.

“Stack NEXT პირველი კოლაბორაციული ბრაუზერია, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს”, – ამბობს “სთექის” დამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი.

NFT არის ვირტუალურ სამყაროში ნებისმიერ ტიპის აქტივის ფლობის და ვერიფიკაციის უნიკალურ შესაძლებლობა. სთექი კი NFT-ის პრემიუმ ლიცენზიის გაყიდვისთვის იყენებს, რაც ასევე ინოვაციაა კრიპტო და WEB3 სივრცეში. 

კოლექცია შედგება 4242 უნიკალური ხომალდისგან, რომელიც მფლობელს დესკტოპზე კურსორადაც შეუძლია დააყენოს. 

“სთექის” მხარდაჭერა შესაძლებელია Product Hunt-ზე მათი პროდუქტისთვის ხმის მიცემით!

 

დამატებითი ლინკები

ვებ-გვერდი https://stackbrowser.com/

NFT Page – https://stackbrowser.com/nft

Product Hunt – https://www.producthunt.com/posts/stack-next

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g