პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.
სადღესასწაულო კონცერტი საქართველოს ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. ამის შემდეგ სცენაზე ქართული ნაციონალური ცეკვები შესრულდა.
კონცერტის მსვლელობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ულოცავენ.
კონცერტზე ვიდეოჩართვისას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ მიკისკამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვა ელჩების მსგავსად ქართულ ენაზე მიულოცა.
„ჩეხური და ქართული თანამედროვე დემოკრატიები ერთი და იმავე ასაკის არიან. ეს ჩვენ ურთიერთობას მნიშვნელოვანს ხდის. ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ვუსურვებ წარმატებებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაში. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, მიმდინარე წლის მეორე ნახევარშიც გავაგრძელებთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას –„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ქართულ ენაზე განაცხადა პეტრ მიკისკამ.
კონცერტის მსვლელობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.
“დღეს როგორ არასდროს ვიცით, რომ გვმართებს ერთად დგომა ევროპის თავისუფალ ერთა თანამეგობრობის დასაცავად. საქართველოში ყველას ვუსურვებ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს – “გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მააიკე ვან კოდმანმა.