პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპი 4 -18 აპრილს იქნება და რეგისტრაცია სკოლაში განხორციელდება.
პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, ან – რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპი კი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა და 4-დან 25 მაისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი კი 14 -30 ივნისის პერიოდში გაიმართება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.