2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, რეგისტრაციის მე-2 ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.