LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

211
Untitled design (1)
2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა:
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
✔ და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
✔ მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
✔ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები