LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველმა გოგომ გამაჩინა – უძლიერესი გოგო დედა მყავს, მეორე გოგომ ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე გულში ჩამიკრა და ასე მატარებს დღემდე! მიყვარხართ გოგოებო, უთქვენოდ მართლა მეშინია, ახლა კი ძლიერი ვარ!“ – ნათია ბანძელაძის ემოციური მილოცვა დედას და დედამთილს

458
ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ნათია ბანძელაძე დედას და დედამთილს – გიორგი გოგიჩაიშვილის დედას საჯაროდ მიმართავს და მათ 3 მარტს ულოცავს.

„პირველმა გოგომ გამაჩინა და ეს საოცარი სამყარო თავისი გამოწვევებით მაჩუქა! უძლიერესი გოგო დედა მყავს, 16 წელია მიჯაჭვულია, მეტყველება წართმეული, მაგრამ აქვს ძალა მითხრას: „შენ ნუ გეშინია, კარგად ვიქნები“. იცის, არ უნდა შემეშინდეს! მიყვარხარ დე!

მეორე გოგომ ფაქტობრივად ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხელი ჩამკიდა, გულში ჩამიკრა და ასე მატარებს დღემდე! უძლიერესია, მის გარეშე ვერც წარმომიდგენია, ახლა ყველა ემოცია გოგიჩობის მასშია და მართლა დედაბოძია! მიყვარხართ გოგოებო, უთქვენოდ მართლა მეშინია, ახლა კი ძლიერი ვარ!!! მიყვარხართ!“ – წერს ნათია ბანძელაძე „ფეისბუკში“.

„ჩემი სიმშვიდე და ჩემი ძალა! გილოცავ დედის დღეს, ჩემო ყველაზე მაგარო გოგო“ – როგორ ულოცავს ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დედის დღეს

პირველმა გოგომ გამაჩინა და ეს საოცარი სამყარო თავის გამოწვევებით მაჩუქა ! უძლიერესი გოგო დედა მყავს , 16 წელია…

Posted by Jesika Szikora on ორშაბათი, 02 მარტი, 2026

ვიდეო: „ახლა კიდევ უფრო მეტად მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი, მაგარი და ყოჩაღი დედა ახლა, როგორიც შენ გახდი მას მერე, რაც ჩემი მამიკო გარდაიცვალა…“ – სალომე ბაკურაძის მიმართვა დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g