LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პისიარ” ტესტით საქართველოში შემოსვლას შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც შეძლებენ

104
turnava-2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას „პისიარ“ ტესტით შეძლებენ.

„მიღებულია გადაწვეტილება, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ „პისიარ“ ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები – თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შუა აზიის რეგიონის ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა საჰაერო სატრანსპორტო გზით მხოლოდ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით წარმოდგენით იქნება შესაძლებელი. მათ საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს ასევე უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით „პისიარ“ კვლევის ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g