LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PLACEBO საქართველოში ჩამოდის – ბრიტანული როკ-ჯგუფის კონცერტი 12 სექტემბერს გაიმართება

289
placebo

12 სექტემბერს – Mono Hall-ის ორგანიზებით – Radio City-ს განახლებულ სივრცეში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ბრიტანული როკ-ბენდის – PLACEBO-ს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

Placebo ინგლისური ალტერნატიული როკ-ბენდია, რომელიც 1994 წელს ბრაიან მოლკომ და სტეფან ოლსდალმა ჩამოაყალიბეს. ამ დროის განმავლობაში ბენდმა 8 სტუდიური ალბომი ჩაწერა. ყოველი მათგანი ბრიტანეთის წლის საუკეთესო ალბომების ტოპ 20-ულში მოხვდა. დღემდე მათ 14 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა შეძლეს. ბენდი ცნობილია თავისი გამორჩეული სტილით, ხოლო მათი ყოველი კონცერტი, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები