დონატელა ვერსაჩე „პრადას“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო გალა-საღამოზე გამოჩნდა და ახალი ვიზუალით მსოფლიო შოკში ჩააგდო. 69 წლის ვარსკვლავის ცნობა, რომელმაც უწინ არაერთი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა, მართლაც შეუძლებელი იყო. ამ დღეს „ვერსაჩეს“ მოდის სახლის დამფუძნებლის, ჯანი ვერსაჩეს დას ოქროსფერი, გამჭვირვალე ბადე-კაბა ამშვენებდა.
„პლასტიკური ქირურგი იყო თუ ჯადოქარი?“, „საუკუნის გარდაქმნა“, „წარმოუდგენელი ტრანსფორმაციაა“, „შეუდარებლად გამოიყურება“, „ეს ჯადოქრობაა“, „გვითხარით პლასტიკური ქირურგის ვინაობა“, – არ წყდება კომენტარები.
დონატელა ვერსაჩემ და დუა ლიპამ საკრუიზო კოლექცია შექმნეს – ზაფხულის დღესასწაული „ვერსაჩესგან“
„ვერსაჩეს“ გოგოები – დონატელა ვერსაჩე, ბელა და ჯიჯი ჰადიდებთან ერთად ახალ ფერად ფოტოსესიაში