რა დაავადებებს იწვევს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები?
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე პოდკასტში „მედგიდი“ ამბობს, რომ პლასტმასის ჭიქით ცხელი ყავის დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„მინახავს ხოლმე, პლასტმასის ჭიქაში ჩაისხამენ ცხელ ყავას და სვამენ, ეს ძალიან ცუდი რაღაცაა. ეს პირდაპირი ბილეთია ერთის მხრივ უშვილობისა, მეორეს მხრივ ენდოკრინული დაავადებებისა და სიმსივნეებისა. ცხელთან შეხება არ შეიძლება…“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
წამყვანის კითხვაზე, ოთახის ტემპერატურის საკვებს თუ მოვათავსებთ პლასტმასის კონტეინერში ის არის თუ არა უსაფრთხო, ექიმმა უპასუხა:
„შედარებით უსაფრთხოა, ბევრად უსაფრთხოა. როდესაც ტემპერატურა მაღალია, პლასტმასი იწყებს თავუსი რეაქციიის გამოვლინებას, მაგრამ თუ ტემპერატურა იქნება დაბალი, ამ შემნთხვევაში არაუშავს, თუმცა სასურველია არ გამოვიყენოთ…“ – ამბობს ღოღობერიძე.
