საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS, რომელიც მომხმარებლებისა და ბიზნესების წახალისებას ისახავს მიზნად, პროგრამაში ჩართული თითოეული პირისა და პარტნიორი კომპანიის განსაკუთრებული შეთავაზებებით ყოველდღიურად განებივრებას განაგრძობს.
თამუნა ნოზაძე, საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ბრენდ მენეჯერი:
– საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს რითეილ სეგმენტთან აკავშირებს, პარტნიორ ბიზნესებს კი უქმნის შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინონ სამიზნე აუდიტორიას. იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა უამრავ ისეთ უპირატესობას მოიცავს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გვადგება, ის მართლაც სახალხო პროგრამად იქცა – წლევანდელი მონაცემებით, მასში უკვე 900 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ და ხარჯავენ PLUS ქულებს.
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა ძალიან მარტივია – მთავარია, საქართველოს ბანკის ბარათებით გადაიხადო საქართველოს ბანკის ტერმინალზე და PLUS ქულები ავტომატურად დაგროვდება შენს ანგარიშზე, ანუ არ გჭირდება არც დამატებითი ბარათის ტარება და განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ამ პროგრამის მონაწილე გახდე. დაგროვებული ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია მარტივად, მობილბანკში. ამ პროგრამის წყალობით, შესაძლოა, იმდენი PLUS ქულა დააგროვო, რომ სასურველ ნივთსა თუ სერვისში არცერთი ლარის დახარჯვა არ მოგიწიოს და პირდაპირ PLUS ქულებით გადაიხადო. გარდა ამისა, შესაძლებელია საკუთარი PLUS ქულების მეგობრის, ოჯახის წევრის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის ქულებთან გაერთიანება, რათა გაერთიანებული ძალებით აისრულოთ ოცნებები და მიზნები.
– მომხმარებელს ხშირად ანებივრებთ PLUS შეთავაზებებით, რა ტიპისაა ისინი?
– PLUS შეთავაზებები ყოველდღიურად ახლდება. ეს შეიძლება იყოს მეტი ქულის დაგროვება, ფასდაკლება ქულებით გადახდისას, ქეშბექი, სპეციალური პირობა კონკრეტულ პარტნიორ კომპანიაში და სხვა. ამ შეთავაზებებით ვცდილობთ, ყოველდღიურობა გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს – მეტი ქულა დავაგროვებინოთ ან დაგროვებული ქულები მეტი სარგებლით გადავაცვლევინოთ.
– და არის კონკრეტული დღესასწაულები, როდესაც ეს ქულები განსაკუთრებული მონდომებით იხარჯება…
– დიახ. ცხადია, მათ შორის გამორჩეულია PLUS-ის დაბადების დღე, რომელიც მართლაც შოპინგის დღესასწაულად იქცა ამ წლების განმავლობაში. 5 ივლისი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ახალი შავი პარასკევია. ამ დღეს ასობით ათასი ადამიანი ცვლის დაგროვებულ ქულებს, რადგან მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებებს იღებს, რაც განაპირობებს რიგებს ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში. 5 ივლისი ყოველ წელს უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესები.
გარდა 5 ივლისისა, მიმზიდველი შეთავაზებები გვაქვს წლის სხვადასხვა პერიოდთან მიმართებითაც. ესენია: ახალი წლის, გაზაფხულის დღესასწაულების, სააღდგომო, საზაფხულო, Back to school, Black Friday შეთავაზებები და სხვა.
– ერთია სარგებელი, რომელსაც ლოიალობის პროგრამით იღებს მომხმარებელი და მეორე – შესაძლებლობები, რომლებიც მისი მეშვეობით პარტნიორი ბიზნესებისთვის იქმნება. ამ დროისთვის რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობთ უკვე?
– საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაში ჩართვით ბიზნესებს ეძლევათ საშუალება, საკუთარი პროდუქტი, თუ სერვისი სწორ მომხმარებლამდე მიიტანონ. ანუ ჩვენ, როგორც შუამავალი მომხმარებელსა და ბიზნესს შორის, ვცდილობთ, რომ ბიზნესი, რომელიც ზუსტად ვერ აიდენტიფიცირებს მის სამიზნე აუდიტორიას, სწორედ იმ მომხმარებელთან დავაკავშიროთ, რომლისთვისაც რელევანტური იქნება ესა თუ ის შეთავაზება. ჩვენ შევქმენით ციფრული პლატფორმა Ads Manager, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, მართლა რამდენიმე დაწკაპუნებით, დაარეგისტრირონ საკუთარი შეთავაზება და მიაწვდინონ ხმა სამიზნე აუდიტორიას. ბიზნესებს ასე ვეხმარებით გაყიდვების, უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდაში და ჩვენს საკომუნიკაციო არხებს, ფაქტობრივად, ვუთმობთ საკუთარი სათქმელის მომხმარებლებამდე მისატანად. უკვე, დაახლოებით, 26 000 პარტნიორ ბიზნესთან შეგიძლიათ გადაცვალოთ PLUS ქულები, ხოლო ყოველდღიურად განახლებად შეთავაზებებში, დაახლოებით, ათასამდე კომპანია ერთვება. შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევ, ყოველდღიურად შეამოწმონ ის შეთავაზებები, რომლებიც ჩვენს პლატფორმაზეა წარმოდგენილი, აღარაფერს ვამბობ შავი პარასკევის კვირეულთან და საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც გამორჩეული შეთავაზებები გვექნება.
აქვე აღვნიშნავ, რომ უკვე ვიწყებთ შემდეგი წლის 5 ივლისისთვის მზადებას, რათა მომხმარებლებს ბევრი სარგებლის შემცველი შეთავაზებები დავახვედროთ. მობილბანკში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ბანკში, ლოიალობის პროგრამის ნაწილში ბევრი განახლება გვექნება, შესაბამისად, მომხმარებელმა თვალი ინტენსიურად უნდა გვადევნოს, რომ არაფერი გამორჩეს.