LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: გერმანიის ხელისუფლების განცხადებები რუსეთს „მასობრივი მკვლელობისკენ აქეზებს“

292
1646383606-მიხაილ-პოდოლიაკი

​გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“, თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები რუსებს უკრაინაში მკვლელობისკენ უბიძგებს.

„გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ ჩაერთვება კონფლიქტში და არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“. ევროკავშირის პოლიტიკოსის მხრიდან ყოველი ასეთი განცხადება, რუსებს უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს. თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ“, – ნათქვამია მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g