LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე

115
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ასევე წარიმართა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის რეისებს ახორციელებენ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე. მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები