LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Point Break

111
15a26919-5f52-4e03-8436-e9c9c95e68fc

Keanu Reeves ის და Patrick Swayze ის მონაწილეობით, 1991 წლის საკულტო ექშენ-თრილერი „Point Break“ – დღემდე 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად ითვლება.
ფილმში კიანუ რივზი განასახიერებს FBI-ის აგენტს, რომელიც ფარულად მუშაობს რათა დაადგინოს ბანკების მძარცველთა ვინაობა, რომლებიც იყენებენ პრეზიდენტების ნიღბებს

ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 1991 წლის 12 ივლისს გამოვიდა.24 მილიონი დოლარის ბიუჯეტით გადაღებულმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 83.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და დროთა განმავლობაში საკულტო სტატუსი მოიპოვა.

ფილმის სახელწოდება სერფინგის ტერმინია და ნიშნავს ადგილს, სადაც ტალღა სანაპიროს კლდოვან წერტილს ეჯახება. სწორედ ეს იდეა — ადრენალინი, თავისუფლება და ცხოვრების საზღვრების გადალახვა — ფილმის მთავარ თემად იქცა.

„Point Break“-ის შექმნა 1986 წელს დაიწყო, როდესაც პიტერ აილიფმა ფილმის საწყისი სცენარი დაწერა. მალევე პროექტის განვითარებაში რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ და მისი იმდროინდელი მეუღლე, James Cameron, ჩაერთნენ. გადაღებები ოთხი წლის შემდეგ შედგა. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე გადაიღეს,

2008 წლის 7 თებერვალს La-La Land Records-მა გამოსცა ფილმის „Point Break“-ის ორიგინალური მუსიკალური საუნდტრეკი, რომელშიც წარმოდგენილია კომპოზიტორ Mark Isham-ის მიერ შექმნილი ფონური მუსიკა.

ეს სპეციალური გამოცემა მხოლოდ 2,000 ეგზემპლარად გამოვიდა და მოიცავდა 65 წუთის ხანგრძლივობის მუსიკას. ალბომს თან ერთვოდა დენ გოლდვასერის კომენტარები, რომლებშიც გამოყენებული იყო როგორც რეჟისორ Kathryn Bigelow-ის, ასევე მარკ აიშამის მოსაზრებები.
დღეს ეს გამოცემა აღარ იბეჭდება და კოლექციონერთათვის განსაკუთრებით ფასეულ იშვიათ გამოცემად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები