LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკკარტნიმ ემა სტოუნი ნევროზისგან განკურნა (ვიდეო)

MG_4247c-e1545062921872

პოლ მაკკარტნიმ სიმღერის Who Cares კლიპი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ მესამე სინგლი მე-17 სოლო სტუდიური ალბომიდან Egypt Station, რომლის რელიზი 7 სექტემბერს შედგა, ლეგენდარულმა მუსიკოსმა თავად დაწერა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ვიდეო, რომლის რეჟისორები, ბრენტლი გუტიერესი და ლუკ ვაინსტაკი არიან.

მუსიკალური რგოლი, რომელშიც ,,ოსკაროსანი” მსახიობი, ემა სტოუნი მონაწილეობს, ნევროზით დაავადებული გოგონას შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, 30 წლის ვარსკვლავის პერსონაჟი დახმარებისთვის ფსიქიატრს მიმართავს, რომელსაც 76 წლის არტისტი განასახიერებს. ჰიპნოზის საშუალებით გოგონა შეშლილ სამყაროში აღმოჩნდება, სეანსის ბოლოს კი ცარიელ ოთახში ფხიზლდება.

შეგახსენებთ, რომ მაკკარტნის ახალი დისკიდან უკვე ცნობილია სიმღერები Come On to MeFuh You და Back in Brazil, რომლებიც ასევე კლიპებთან ერთად გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები