ჟურნალმა People 2021 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობი პოლ რადი დაასახელა. 52 წლის რადიმ განსაკუთრებული ცნობადობა Marvel-ის ადამიანი-ჭიანჭველას ეკრანიზაციის შემდეგ მოიპოვა.
ჟურნალთან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს ტიტული მისთვის ისევე მოულოდნელი იყო, როგორც მისი ცოლისთვის და შესაბამისად საზოგადოების დიდი ნაწილიც გაოცებული დარჩება. პოლს თავის თავზე ბევრი რამე სმენია – კეთილი, თავაზიანი, ზრდილობიანი, მშრომელი, თუმცა სექსუალური ამ ყველაფრისგან ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა.
რადიმ ისიც დაამატა, რომ 18 წლიან ქორწინებაში თავს უბედნიერეს მამაკაცად თვლის. წყვილს ორი შვილი ჯეკი და დერბი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს People-მა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობი მაიკლ ბი ჯორდანი აღიარა.