LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უესლის „შურისძიება“ – ბრედ პიტის შეყვარებულის ყოფილი ქმარი ქორწინდება

240
page

სერიალ „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი პოლ უესლი, რომელიც ერთი წლის წინ დაშორდა ინეს დე რამონს, ახლა უკვე ახალ სიყვარულშია ჩაფლული. მსახიობი ოფიციალურად ქორწინდება 25 წლის მოდელზე, ნატალი კუკენბურგზე. წყვილმა სოციალურ ქსელებში ნიშნობის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, სადაც საოცრად ბედნიერები არიან.

ისტორია კიდევ უფრო პიკანტური ხდება, როცა ვიგებთ, რომ უესლისა და ინეს დე რამონის განქორწინების მიზეზად ბრედ პიტი სახელდება. ინესმა, რომელმაც ჰოლივუდის ლეგენდასთან რომანი გააბა, მალევე გადაწყვიტა პოლთან დაშორება.

რამონი საზოგადოებამ მალევე იხილა ბრედ პიტის გვერდით, რაც მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამასობაში უესლიმაც არ დააყოვნა და საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული, მომხიბვლელი ნატალი კუკენბურგი გააცნო.

ინეს დე რამონი ბრედ პიტამდე, ჰოლივუდში ყველაზე პოპულარულ ბიჭზე იყო დაქორწინებული

პოლ უესლიმ ინეს დე რამონს ალიმენტის გადახდაზე უარი უთხრა – წყვილი განქორწინდა, ბრედ პიტს გზა ხსნილი აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები