შესაძლებელი იქნება თუ არა პოლარიზაციის დაძლევა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჩართულობის გარეშე და რა იქნება ევროკომისიის რჩევა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის მიმართ – გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით წარმატება ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტია. ეროვნული პრიორიტეტი უნდა იყოს განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით არამარტო მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას”, – განაცხადა ვარჰეიმ.
ვარჰეის თქმით, პოლარიზაციის მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი და მსგავსი გამოწვევა სხვა ქვეყნებსაც აქვთ.