ტელეკომპანია რუსთავი 2 კადრებს ავრცელებს, სადაც 21 ივნისს ავტოფარეხის სახურავზე მომხდარი ინციდენტია ასახული.
ტელეკომპანიის ცნობით, კადრები 21 ივნისს ნიკოლაძის ქუჩაზე თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ასახულია, რომ პოლიციელები ერთ-ერთ დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადრებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩანან. მათივე ცნობით, ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.
