საქალაქო სასამართლოდან გუშინ გაქცეულ პატიმარს ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.
ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი სამართალდამცველებს 14 ივლისს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაექცათ.
ოჯახის ინფორმაციით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტს ეწეოდნენ.
გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.