პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე სავარაუდოდ, დააკავეს.
,,ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი.
ბლოგერის სახლთან იმყოფებიან აქტივისტები.
ადვოკატის ინფორმაციით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვას გულისხმობს.