LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი ამტკიცებს, რომ 2Pac ფაფ დედიმ მოკლა

2133

ყოფილი პოლიციელი ლოს-ანჯელესიდან, რომელიც 2Pac-ის მკვლელობის საქმეზე მუშაობდა, ამტკიცებს, რომ რეპერის მკვლელობა ფაფ დედიმ შეუკვეთა. პოლიციელი ირწმუნება, რომ ამისთვის მკვლელს მილიონი დოლარი გადაუხადეს.

აქვე პოლიციელი ამტკიცებს, რომ ამ გახმაურებულ მკვლელობას მორიგი დანაშაული მოჰყვა. რეპერმა შუგ ნაიტმა 2Pac-ის მკვლელობისთვის სამაგიერო გადაიხადა და ფაფ დედის მეგობარი, ბიგი სმოლსი მოაკვლევინა. შეგახსენებთ, რომ 2Pac 1996 წლის 13 სექტემბერს მოკლეს. გასროლა ავტომობილიდან განხორციელდა და მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნახევარ წელიწადში მოკლს რეპერი, ბიგი სმოლსიც. ამ დრომდე ორივე მკვლელობა გაუხსნელია.

რაც შეეხება ფაფ დედის, მას პოლიციელის ბრალდებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g