LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან ასაკიანი მამაკაცი გამოიყვანა და გადაარჩინა 

172
Untitled design (1)

31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მადლობა უძილო ღამეებისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის“ – გომელაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა 

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დღეს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისათვის“, სამინისტროს მედალიონით – ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ და სამინისტროს მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯილდოები თანამშრომლებმა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და სამინისტროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მიიღეს.

პრემიერი: „მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია.. მადლობა თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს“

სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი.

გიორგი ესტატეშვილმა 2023 წლის მარტში, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ცეცხლმოკიდებული ბინიდან ასაკოვანი მამაკაცი გამოიყვანა და მისი გადარჩენა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები