LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელის განცხადებით, მას არ უთქვამს ფრაზა, რომ ბაჩალიაშვილი “შარში იყო”

165
პოლიციელი

ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხეს. ბაჭულაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს იცოდა, რა პრობლემები ჰქონდა 23 წლის გოგონას.

ჟურნალისტებთან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ ოჯახთან კომუნიკაციის დროს საქმის შინაარსობრივ ნაწილს არ შეხებია და მეტიც, მას საქმის მასალებთან წვდომა არ ჰქონდა.

“მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამე. კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე.

ის, რომ შარშია, ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონია. მე ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოცსამაშველოცდრონიც, სულ ყველა სამსახური იყო ჩართული.

მე როცა გავიგე, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ წავედი რუსთავში აღარ დამხვდა. მე არავის ვემალები, კიდევ გიმეორებთ. მე დღეს არ მირეკავდა, თუ გინდათ ნახეთ თავისი ტელეფონი,”-აცხადებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები