LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელისადმი მიმართვები: ფორმას გაგხდი, ნახე შენ რას გიზამ შს მინისტრისთვის “უმნიშვნელოა”

137
1434800236-gomelauri

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქციელი სამართალდამცავების მიმართ დანაშაული არ არის და ფიქრობს, რომ “უმნიშვნელოა”. მინისტრი მიიჩნევს, რომ ვახო იზორიას ფრაზა პატრულისადმი: “ფორმას გაგხდი”, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ამის შესახებ მან დღეს,  ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არ აგინებს, აგრესიული საუბარი იყო… ხელითაც არ შეხებია. ასეთი რაღაც ხდება, მათ შორის, აქციებზე და მაშინაც არ ვაკავებთ”, – აღნიშნა გომელაურმა.

მინისტრი ამბობს, რომ ვიდეოს პირველი ნაწილის ნახვა იქნებოდა საინტერესო და ვარაუდობს, რომ იქნებ მანამდე პატრულის თანამშრომლები აყენებენ იზორიას შეურაცხყოფას.

“რატომ გაუშვა მერე პატრულმა, დანაშაული ჩაიდინა. ვინ გააშვებინა? მძღოლმა? კარგი რა, რა სისულელეა?” – ამბობს შს მინისტრი.

ვახტანგ გომელაურმა მედიასთან თქვა, რომ აღნიშნული ფაქტი ინციდენტის დროს შეიტყო და ფიქრობს, რომ “უმნიშვნელოა”.

“ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ სიცივეში როგორ შეიძლება” – ვახტანგ გომელაური საპროტესტო აქციებზე

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ვიდეომასალა თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. კადრები ტელევიზიას თავად იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა. თუმცა იმ დღესვე, დაკავებიდან რამდენიმე წუთში, დაკავებული გაათავისუფლეს. იზორიას კი პატრულმა ბოდიშიც მოუხადა შექმნილი უთანხმოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები