LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოს ლევან იოსელიანის შვილი ევროპისა და აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა: „ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა…“

530
ლევან იოსელიანი

პოლიტიკოს ლევან იოსელიანის შვილი, კონსტანტინე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, სწავლას კი ერთ-ერთ მათგანში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ-ქართული აკადემია ავრცელებს:

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე კონსტანტინე იოსელიანი ესპანეთში, IE University-ში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაფინანსებით დაიწყებს სწავლას.

კონსტანტინე ევროპისა და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხა, Მათ შორის:

Purdue university, USA

Saint Louis University, Spain

Franklin and Marshall College, USA“.

შვილის წარმატების შესახებ სტატუსს აქვეყნებს თავად ლევან იოსელიანიც:

„იმ რამდენიმე ათასი აბიტურიენტის მსგავსად, ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა.

კოტე სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში IE University-ში გააგრძელებს. ვულოცავ მას და ყველა ახალბედა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. ყველას წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებ.

და აუცილებლად მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილის პირველ დამოუკიდებელ მიღწევაში…“

პოპულალურები