LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

399
ბაჩუკი ქარდავა (1)

55 წლის ასაკში პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელი, კატო შინდაგორიძე ავრცელებს.

„წავიდა… ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი“, – წერს შინდაგორიძე.

ბაჩუკი ქარდავას მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კუჭის წყლული გაუსკდა და სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული აქვს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

წავიდა… ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა 🙁 როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი ….

Posted by Kato Shindagoridze on Thursday 26 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g