LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსი ვიდეოკონფერენციას საჭიდან ჩაერთო და ამის დამალვა ყველნაირად სცადა

51
13391977f21256e9e6056493a4915f53d2367e42

ამერიკის შტატის, ოჰაიოს სენატორი კრების დროს ავტომობილს მართავდა, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კრება ავტომობილის მართვისას სმარტფონის გამოყენებასთან დაკავშირებული სასჯელის გამკაცრებას ეხებოდა.

იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილის მართვის დროს მძღოლები სმარტფონებით სულ უფრო ხშირად ცდებიან, ბევრი ქვეყნის კანონმდებლებმა აკრძალვის კიდევ უფრო გამკაცრება გადაწყვიტეს. ამ თემასთან დაკავშირებული საპარლამენტო სხდომა აშშ–ში ცოტა ხნის წინ გაიმართა, რა თქმა უნდა, ონლაინ.

13 წუთიანი ზუმ–კონფერენციის დროს, ოჰაიოს შტატის სენატორი ენდრიუ ბრენერი სწორედ რომ საჭესთან იჯდა. პოლიტიკოსმა ფონი შეცვალა და კოლეგების მოტყუება ასე სცადა, თუმცა მის მკერდზე უსაფრთხოების ღვედმა და ფონზე არეკლილმა შენობებმა მისი გეგმა ჩაშალა.

სენატორმა ჟურნალისტებს მოგვიანებით კომენტარიც მისცა, სადაც განაცხადა, რომ რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ სიტუაციაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის თემა საჭესთან მობილურის გამოყენების სასჯელის გამკაცრება იყო. ბრენერმა თავის გასამართლებლად ისიც თქვა, რომ ვიდეო კონფერენციის დროს არ მოცდენილა, ეკრანისთვის არც შეუხედავს და გზაზე იყო კონცენტრირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები