LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა: ანრი ოხანაშვილი ევროპულ საქართველოზე

71
ანრი ოხანაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, „დადგა დღე, როდესაც ევროპულ საქართველოს პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწია გასვლა“.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ოხანაშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკურად არანაირი რეიტინგი არ აქვს და საზოგადოების განცდა მათ მიმართ პოზიტიური არ არის.

„ევროპული საქართველო“ პენსიონერებს ემუქრებოდა, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება და დაგროვებით პენსიაზე ძალიან წინააღმდეგობრივი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა დადგა დღე, როდესაც მათ პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან, ამ ჯგუფებს არანაირი სიმპათია ჩვენს საზოგადოებაში არ აქვთ. პოლიტიკურად არ აქვთ არანაირი რეიტინგი და საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არ არის პოზიტიური“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს: აკაკი ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ: გიგა ბოკერია

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, ვერ მივხვდი, სახუმარო და ანეკდოტის თემაა: ზარქუა “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებზე

“ევროპულმა საქართველომ” პარტიის დაშლაში კლასი აჩვენა, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ: ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები