LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკურად აჟიტირებული არ ვარ, არავის მხარეს არ ვარ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჩვენ ვცდილობთ, ეს ქვეყანა ავამოძრაოთ და ამავდროულად, ფინანსური წნეხი ჩვენზეა“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

21
Copy of @fortuna106.9 (4)

1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი საბუთის გარეშე ვერცერთ გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას ვერ დაესწრებით, ვერ შეხვალთ კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში და სპორტულ დარბაზებშიც კი.

ახალმა რეგულაციამ თავისთავად იმოქმედა სარესტორნო ბიზნესზე.

„რესტორატორთა ასოციაციამ“ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით მთავრობასაც მიმართა. ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, „მწვანე პასპორტების“ კონცეფციამ არ გაამართლა და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია, სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს, როგორი მდგომარეობაა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში.

თემაზე „ფორტუნა“ ღონისძიებების ორგანიზატორს და რესტორატორს თაკო დოლაბერიძეს ესაუბრა.

-ვიცოდით, რომ „მწვანე პასპორტები“ გარკვეული გამოწვევა იქნებოდა ბიზნესისთვის. თქვენთან რა მდგომარეობაა და რამდენად იზიარებთ სხვა კოლეგების მოსაზრებას?

– ჩვენი მოსაზრებებიც იყოფა ორ ნაწილად. რადგან ვიღაცებს არ მოსწონთ „მწვანე პასპორტები“. მესმის, რომ ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოქალაქეების კოვიდზე შემოწმება, რადგან ამისთვის კიდევ ცალკე კადრი გვჭირდება. რა თქმა უნდა, სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ერთად ვებრძვით ვირუსს.

ეს არის უხილავი მტერი, რომელსაც უნდა შევებრძოლოთ და რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ.  თავიდან, თბილისი რომ გავხსენით თავიდან 30/ 40 პროცენტით შემოსავალმა მოიმატა. ხალხი გამოვიდა და ახლა უფრო შემოდიან და ახლა უფრო კომფორტულად არიან „მწვანე პასპორტებით“. რადგან ადამიანები, რომლებიც მოდიან დაიმედებულები არიან, რომ არ გადაედებათ ვირუსი.

თუმცა ჩვენ კიდევ უფრო უკეთეს დღეში ვართ, რეგიონებში არის პრობლემა. რადგან ხალხი რეგიონებში აცრილი არაა და რეგიონების რესტორნები დაიჩაგრნენ და სტუმარ-მასპინძლობის თემა იქ უფრო პრობლემატურია, ვიდრე ჩვენთან.

კანონს ისინიც ემორჩილებიან. არ უშვებენ მომხმარებლებს  „მწვანე პასპორტის“ გარეშე და რომ არ უშვებენ აღარ მიდიან მომხმარებლები.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ ის უფრო რთულია, რომ შემოვიდეს შეუმოწმებელი ადამიანი. როცა არ ვიცით, აქვს თუ არა კოვიდი, აცრილია თუ არა, ეს კიდევ უფრო ცალკე ამბავია. ანუ ცუდ დღეში არიან. ამის გამო ძალიან ვნერვიულობ, ჩემ კოლეგებთან მაქვს კომუნიკაცია და რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაციაა.

დედაქალაქში 30/40 %-ით მოიმატა შემომსვლელთა რაოდენობამ და ეს მონაცემები გვაქვს. ამ მიმართულებით რეგიონებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, არ ვიცი.

-მზა რეცეპტები სამწუხაროდ არ არის. „მწვანე პასპორტები“ ჩვენთან რაც შემოვიდა, ცოტა ნაკლოვანებებით არის და ვნახეთ, რომ მთავრობაშიც არ არის საერთო აზრი ამაზე.

-კი ეს ნამდვილად პრობლემატურია. ჩემს ამბავს გეტყვით. აცრილიც ვარ, გადატანილიც მაქვს კოვიდი  და პასპორტში გადატანილი რომ მაქვს, არაა მითითებული, ორი თვეა უკვე ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან მაქვს კომუნიკაცია, რომ აისახოს პასპორტში ეს მონაცემ. ანუ ამ მხრივაც პრობლემებია.

-გავეცანი რამდენიმე სასტუმროს მონაცემებს. მათ დამფუძნებლებს ვესაუბრე, ისინი ამბობენ, რომ სასტუმროში ტურისტების თვალსაზრისით არაა კარგი მდგომარეობა.  ჩვენს სამეზობლოში არაა საქმე კარგად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსულ „სპუტნიკს“ არ აღიარებს, რადგან ჯანმოც არ აღიარებს. ამ ვაქცინას ჯერჯერობით, რუსეთიდან ჯერჯერობით შემცირდა ტურისტების რაოდენობა.

– მე ახალ სამსახურშიც ვარ. სასტუმრო „რამადა“ ბაზარზე შემოვიდა, დღეს დილით ძალიან ადრე მომიწია მოსვლა, შეხვედრები მქონდა და საუზმეზე რომ ჩავედი, ვნახე, რომ სავსე იყო. თუმცა მყავს გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრებს.

მოკლედ, ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა კვლავ აღვნიშნავ, რომ ახლა ჩვენს სტუმრებსაც ვტესტავთ შეძლებისდაგვარად.  ვგეგმავთ, რომ გვყავდეს ექთანი და ოფიციალური მხარე გვქონდეს, რომ ვამოწმოთ კოვიდზე და ისე შემოვუშვათ დამსვენებელი. კონცერტებზეც მხოლოდ „მწვანე პასპორტიან“ ადამიანებს ვუშვებ და ვისაც „მწვანე პასპორტი“ არ გვაქვს, პისიარის ტესტს ვთხოვთ და თუ არ იკეთებენ, ჩვენ სწრაფ ტესტს გავუკეთეთ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ხარჯები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა, შემოსავალიც და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირებულია, ჩვენ ყველაფერს ვერ ვაძვირებთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ეს ქვეყანა ავამოძრაოთ, რადგან ჩვენი ხელისუფალი ამაზე არ ფიქრობს და ისევ ჩვენ უნდა ვიფიქროთ.

პოლიტიკურად აჟიტირებული ტიპი არ ვარ, არავის მხარეს არ ვარ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ  ვცდილობთ ეს ქვეყანა ავამოძრაოთ. ამავდროულად ფინანსური წნეხი ჩვენზეა.

არადა ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში წამყვანი ძალა და გადასახადების გადამხდელები. არც ფულს ვითხოვთ, (პირადად ჩემს თავზე ვსაუბრობ) და არც დახმარებას ვითხოვთ. ვითხოვთ იმას, რომ გვერდზე დაგვიდგნენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად. მაგრამ მინდა მივმართო, ვისაც ეს ყველაფერი ეკუთვნის და ვინც არის ამის პასუხისმგებელი, რომ რეგიონებს მიხედონ.

ეს ხალხი ან აცრან, ან დაარწმუნონ, (ბიძინა კულუმბეგოვს ძალიან დიდი მადლობა, რომ დადის და ძალიან ბევრი ხალხი აცრა, მაგრამ კიდევ უნდა ბევრი რამის გაკეთება, რომ კიდევ უფრო დაარწმუნონ.

– თქვენ ხართ ის სექტორი, რომელმაც ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო.

-ჩვენ ფაქტობრივად გავნადგურდით და თავიდან ვიწყებთ ამ ყველაფერს. ვიღაცებმა ვერ გაუძლეს და დაანებეს თავი. ჩვენ მაინც ვიბრძვით, მინდა ეს ყველაფერი გავაკეთოთ.

-ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სარესტორნო ბიზნესს არაერთი პრობლემა ჰქონდა მასპინძლობის ბიზნესს და მადლისთვის პულსაცია გაჩნდა და ამ შემთხვევაში საჭიროა სწორი რეგულაციები, და აქ არაა საუბარი იმაზე, რომ მწვანე პასპორტები უნდა გაუქმდეს. პირადად მე ამას მხარს არ ვუჭერ.

– საერთოდ არ მინდა, რომ გაუქმდეს. მეც მინდა, რომ წყნარად ვიმუშაო.

– თქვენი საუბრიდანაც გამოიკვეთა, დადებითი ტენდენცია, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ფრთხილობენ და რესტორანში ვერ მიდიოდნენ, დროის გასატარებლად, თუ თუნდაც საჭმელად, ახლა თამამად შედიან და იმედი აქვთ, რომ იქ არ შეხვდებათ და ეს არის მწვანე პასპორტის დამსახურება.
რეგიონებს რაც შეეხება, მუზეუმებსა და რესტორანში ვერშესვლის თემა ვერ იმოქმედებს ალბათ აცრის მაჩვენებელზე. გეთანხმებით, რომ დამატებით კამპანია სჭირდება. უკეთეს კერძო ინიციატივებს ვხედავ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი აიცრას. საახალწლოდაც ალბათ უფრო გააქტიურდება ეს ბიზნესი. ჩემს მეგობარს ეწერა ფეისბუქზე, საახალწლოდ ერთი-ორი კაცი ვიცი, რომელიც იმიტომ აიცრა, რომ რესტორანში ვიქეიფოო.
იქნებ, ეს რაღაც მოტივატორი გახდეს.

-ძალიან ბევრი ადამიანი, სახელებს და გვარებს არც ვიტყვი, თუმცა ჩემს სამეგობროში თავს იკავებდნენ აცრიდან, იმიტომ არა, რომ ანტივაქსერები იყვნენ.
მეც მქონდა არასასიამოვნო შეგრძნება. რადგან ცხოვრებაში პირველად ავიცერი, არასდროს არ ავცრილვარ ბავშვობის მერე. ეს გადაწყვეტილება მეც რთულად მივიღე. თუმცა ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომ გავიქეცი და ავიცერი. გრიპის აცრაც გავიკეთე. ესეც პირველად გავიკეთე, არასდროს გამიკეთებია. სხვა გზა არ გვაქვს.
ჩემმა გადაუწყვეტელმა მეგობრებმა „მწვანე პასპორტების“ გამოჩენის შემდეგ ყველა აიცრა.
მაშინ ხომ არ დავიდებით სახლში და ჩავიკეტებით.

– ბევრი კვლევაც არსებობს, რომ აცრა არანაირ ზიანს არ იწვევს.

– ექვსი თვე გადის რაც ავიცერი და ბუსტერსაც აუცილებლად გავიკეთებ. კორონა ისე გადავიტანე, რომ კონტაქტი რომ არ ვყოფილიყავი, ვერც მივხვდებოდი, რომ ვირუსი მქონდა. არც პოსტკოვიდური ამბები მქონია. ვთვლი, რომ ეს აცრის შედეგია. ვერავის დავაძალებ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ, ადამიანებთან ურთიერთობა გვქონდეს და ჯანსაღი აზრი გვქონდეს მგონია, რომ უნდა ავიცრათ. ეს არაა ტრაგედია. სხვანაირად ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ.

ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მაგალითად დუბაი გადასარევად არიან. ჩადის ტურისტი და იქ არც დაინფიცირდები. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ აიცრან, რადგან სხვა გზა არ არსებობს.

-„რესტორატორთა ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მიმართავენ მთავრობას, რომ „მწვანე პასპორტები“ გაუქმდეს, რადგან არ გაამართლა. მაგრამ ჩვენ განსხვავებული პოზიცია მოვისმინეთ, რომ თბილისში პირიქით გაიზარდა რესტორნებში და კაფეებში მიმსვლელთა რაოდენობა და ზოგადად ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა.

თუმცა, პრობლემები მაინც რჩება რეგიონებში და ამის გადაწყვეტის გზა რჩება მხოლოდ ვაქცინაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები